image

თემა: საკუთარი თავის უარყოფა

„რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა უარყავნ თავი თვისი და აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34).ვისაც სურს აღსრულება დიდისა ამის მცნებისა, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რა ძნელია ეს საქმე. აქ კაცი უნდა ებრძოდეს თავის თავს, თვისთა სურვილთა, თვისთა ჩვეულებათა, თვისთა მიდრეკილებათა,ერთი სიტყვით: მან უნდა დათრგუნოს და დაიმორჩილოს თვით ბუნება თვისი. უკეთუ გსურთ, შეიტყოთ სიძნელე ამა საქმისა, წარმოიდგინეთ მხოლოდ ერთი მაგალითი. მრავალნი წმიდანი, სიყრმიდთგან შედგომილნი მაცხოვრისადმი, ვიდრე სიბერემდე იყვნენ ბრძოლასა ამას შინა; იგინი დაუტევებდნენ სოფელსა, განვიდოდენ უდაბნოდ, დღე და ღამე, ყოველ წამს ცდილობდენ, რათა დაემორჩილებინათ თვისნი ბოროტნი მიდრეკილებანი, გრანა მრავალგზის ცოდვა სძლევდა მათ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები