ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
იქნება თვით შენც გამოგიცდია ხშირად, ძმაო, რომელ ოდესცა შთავარდნილხარ რომელსამე დიდსა შეცდომასა შინა ანუ ცოდვასა, შენვე მოგწყენია შენი თავი, შენვე გიყვედრებია მისთვის და გირცხვენია. ესრეთი გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს კაცსა; მას ყოველთვის უნდა სძულდეს თვისი სიცოდვე, სისაწყლე,სიბოროტე; ყოველთვის უნდა ჰქონდეს წინაშე თვალთა თვისი უღირსება და მოიძულოს ყოველი, რაცა არს ბუნებასა მისსა სიცუდე. ეს არის თავის უარისყოფა;