ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა, მართალი, უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი, მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არაოდეს არ ინებებს შეწირვად: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34).