image

თემა: აღდგომა

მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახალ გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკვდართაო. ეწყინა ეს ხმა წმიდასა მოციქულსა და ჰკითხავს მათ ეპისტოლესა შინა: როგორ იტყვიან ზოგიერნთი თქვენთაგანნი, რომ აღდგომა მკვდართა არ იქნება? რაღა არის ჩვენი შრომა, თუ აღდგომა არ იქნება; რაღა არის მაშინ მოთმინება და ყოველი სხვა ღვაწლი, თუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება? ამაო არს ჩვენი სარწმუნოება, და ჩვენზე უსაწყლესი კაცი არ იქმნება ქვეყანაზედაო. მისთვის, რომელ ამ სოფელში ჩვენ გვაქვს ნუგეში და ბედნირებაო; ყოველ დღე ვითმენთ დევნასა და ტანჯვასა წარმართთაგან, ყოველ დღე სიკვდილი გვექადება და, უკეთუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება, გვირჩევნია ვჭამოთ, და ვსვათ, და განვისვენოთ. რაიმე სარგებელ არს ჩემდა, უკეთუ მკვდარნი არ აღსდგებიან? ვსჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით .
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები