image

თემა: რწმენა

მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთისოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა სახარებისა: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მარკ. 8.37) . სულის ცხოვნება ყველას მირჩევნია, ფიქრობს იგი (ჭეშმარიტი მორწმუნე), საუკუნო ცხოვრებას არ დავკარგავ მე ერთი წამის ნუგეშისათვის. გარნა თუ კაცს არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, მაშინ იგი სხვაფერ განიზრახავს; ეს წუთისოფელი წარმავალი არისო, მანამდის ცოცხალ ვარო, ვჭამ, ვსვამ და გავიხარებო; მოვკვდები და მერმე ყველაფერი გათავდებაო.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები