ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
რა არის თავის უარისყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის საკუთარის ჭკუით მიიქცევა თავის თავისაკენ, პირუთვნელად გამოიკვლევს თვისსა ხასიათსა, ცხადად დაინახავს თვისსა სიცუდესა და ნაკლულევანებას, მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავსა, თვითონვე მოიძულებს თვისთა ცუდთა ხასიათთა და ჩვეულებათა, და ბოლოს მტკიცედ გარდასწყვეტს თავის გულში მოსპოს იგინი, გაიმართოს თავი თვისი და არაოდეს აღარ აჰყვეს თვისსა ცუდსა ხასიათსა, – ეს არის თავის უარისყოფა, ამას მოითხოვს ჩვენგან იესო ქრისტე.