ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ჯვარი
ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა იგი გოლგოთას მთასა ზედა და მას ზედა დამსჭვალა ყოველი ამ სოფლის ცოდვა; მაშასადამე, სიტყვით აღგვიხსნის იგი მცნებასა, სახით გვაჩვენებს მისსა აღსრულებასა და ბოლოს სულიერითა შემწეობითა მადლისათა აღგვიმსუბუქებს აღსრულებასა მისსა, ნუ ვინმე სთქვას: არ შემიძლიან ამის აღსრულებაო. არამედ ადვილად და გულსმოდგინედ აღასრულოს იგი, რაიცა მოგვადლოს ღმერთმან ჩვენ ყოველთა. ამინ.