
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეკლესიაში კრძალვა
როდესაც მაცხოვარი შევიდა ტაძარსა მას ღვთისასა და გამოასხა ყოველი იგი გამსყიდველი და ყოველი, რომელი ისყიდდა ტაძარსა შინა და ტაბლები იგი მეკერმლეთა დაუქცია.. და რქვა: „წერილ არს, სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა“. ვგონებ, ძმანო ჩემნო, რომ ესრედ ფიცხლად მისთვის მოიქცა აქ მაცხოვარი, რათა მტკიცედ შეაგონოს ურიათა მათ, რომ იგი დიდი ცოდვა არის უწესოდ ქცევა და შფოთი საყდარში და ვითარითა შიშითა და კრძალვითა ჯერ არს დგომა საყდარსა შინა ღვთისასა.