ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: აზრები
იოანე კლემაქსი გვამცნობს - თავდაპირველად ცოდვა ადამიანის გონებაში ჩნდება. წმიდა მამები დემონს უდიდეს ფერმწერს უწოდებენ. იგი ჯერ ცოდვის სურათს წარმოგვიდგენს. ადამიანის სულს შეუძლია მიიღოს იგი ან უგულებელჰყოს. თუ უგულებელჰყოფს, ეს ცოდვის საწყისზე გამარჯვებას უდრის, ხოლო თუ დააყოვნებს და სწფარად არ მოიცილებს არაწმინდა აზრებს, მისი სული უკავშირდება მათ. ეს უკვე ცოდვის ჩადენის გადაწყვეტილებას უდრის. აზრებს გრძნობები ერთვის და ცოდვა ვნებად გადაიქცევა. ადამიანი ხელსაყრელ შემთხვევას ეძებს, ადგენს გეგმას - როგორ ჩაიდინოს ცოდვა. ცოდვით დაცემის შემდეგ ცოდვა თუ მეორდება, ჩვევაში გადადის. ჩვევა, ადამიანის სულში ფესვგადგმული, თითქოს მის მეორე ბუნებად იქცევა