ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: შრომა
ბედნიერი არის ქვეყანა, რომელსა შინა ყოველი მცხოვრებნი, დიდნი და მცირენი არიან შრომისმოყვარენი; თავის შრომაზე და მეცადინეობაზე აქვთ იმედი და მათგან ელიან წარმატებასა. საწყალი და საბრალო არის ის ქვეყანა, სადაცა უმრავლესნი პირნი შესჩერებიან და უმზერენ მთავრობასა და ყოველი იმედი ბედნიერებისა და წარმატებისა დაუდვიათ ჩინებზე, ჯამაგირზე, ჯილდოზე, ხოლო შრომასა და მუშაობასა შეურაცხჰყოფენ და უკადრისობენ.