ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიყვარული
თუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ თუ შენს გულში არის სხვა ვითარმე ხორციელი, სოფლიური, არა კეთილი სიყვარული და სურვილი, რომელიცა არ უშვებს შენს გულში ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა, განაძე გულისაგან ცუდი იგი სიყვარული და მერმე ლოცვითა, სიმდაბლითა და კეთილი ყოფაქცევითა შეიძინე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.