ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სახარების კითხვა
სახარება ძმანო ქრისტიანენო, გვასწავლის და გვანათლებს ჩვენ ორნაირად, პირველად მით, რომელ იგი, პირდაპირ მოიყვანს იმ დარიგებასა და სიტყვებსა, რომელსა იტყოდა მაცხოვარი, მეორედ მით, რომელ აღწერს მისთა საქმეთა და სასწაულთა. საკუთარი მაგალითი და მოქმედება და სახე მაცხოვრის ცხოვრებისა არის უდიდესი, რადგანაც მოქმედებას აქვს გულსა ზედა კაცისას უდიდესი გავლენა, ვიდრე სიტყვათა, მით უმეტესად, რომელ ცხოვრებისა თვისითა იგი ამართლებდა მას, რასაცა იტყოდა ენითა თვისითა.