image

თემა: აღზრდა

თუ გსურთ, ძმაო, რომ შენი შვილი გამოვიდეს კეთილი და ბედნიერი კაცი, ორი საქმე ასწავლე მას, ორი თვისება დანერგე მის გულში. პირველად ეცადე, რაც შეგიძლია, რომ შენს შვილს შეაყვარო სიმართლე, მიაჩვიო გულწრფელობას. პირველი და უწინარესი ყოველთა ცოდვა, რომელიც გაჩნდება მცირეწლოვანის გულში, არის სიცრუე, მოტყუება, მზაკვარება. თუ არ ეცადე და არ აღმოფხვერი მისი გულისაგან ეს ცოდვა, იგი გარდაექცევა მას ჩვეულებად და შეიქმნება წყაროდ ყოველთა მისთა მომავალთა ცოდვათა. მეორედ, ეცადე და ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შენი შვილი მიეჩვიოს ყოველს საქმეში ბეჯითობასა, ესე იგი, ყოველი თვისი საქმე აღასრულოს ხალისით და კეთილსინდისით ბოლომდი მიიყვანოს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები