ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: შრომა
გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე და შენის შრომით შეინახე შენი თავი და შენი ოჯახი. ოდესაც ღმერთი მოგცემს საკმაოდ საზრდოს, ესე იგი საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს, – მადლობა შესწირე ღმერთსა და ცოტაოდენი შენი ნაშრომისაგან განუყავი ობოლსა და გლახაკსა. თუ მოგაკლდა საზრდო, ანუ სხვა რაიმე უბედურება შეგემთხვა, მაშინაც სთქვი: „იყავნ, ღმერთო, ნება შენი“ ნუ დაღონდები, სულგრძელობით მოითმინე, ნუ დაკარგავ სასოსებას ღმერთზედ და ღმერთი შეგეწევა. ღმერთმან ჩვენზედ უმჯობესად იცის,რა არის ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო. შენი მხრით შენ კი უნდა ეცადო, რომ ჭკუითა, შრომითა და კეთილის მოხერხებითა შეიძინო, რაც საჭირო არის ამ ქვეყანაში კაცისათვის, და მერმე, რასაც მოგვცემს ღმერთი, იმით კმაყოფილი იყავ და მადლობდე ღმერთსა.