image

თემა: მამაო ჩვენო

„იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ამ სიტყვებში ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათამცა, როგორადაც ანგელოზნი ცათა შინა ყოველთვის კეთილად აღასრულებენ ნებასა ღვთისასა, ეგრედვე ჩვენ ქვეყანასა ზედა ვიყვნეთ აღმასრულებელნი წმიდისა მისისა ნებისა. რა არის ნება ღვთისა? ნება ღვთისა ჩვენ ზედა ის არის, რათა ჩვენ ამ ქვეყანაზედ ვიყვნეთ კეთილნი აღმასრულებელნი მისისა სჯულისა და მისთა მცნებათა და მომავალსა შინა საუკუნესა მივიღოთ მისგან დაუსრულებელი ნეტარება. სითგან შეიტყობს კაცი ნებასა ღვთისასა? ღვთის ნებას შეგატყობინებს შენ, ძმაო, პირველად შენი ჭკუა და შენი სინიდისი. როდესაც შენ რომელსამე კარგს საქმეს იქმნ, მაშინ კმაყოფილი ხარ და გიხარის; როდესაც ცუდი საქმე შეგემთხვევა, მაშინ გწყინს და გეშინის. ეს შენი სინიდისისაგან არის. მით შენი სინიდისი გასწავლის, რათა მოერიდო ცოდვასა და ყოველთვის კეთილი საქმე აღასრულო. ამაზედ კიდევ უმჯობესად ნებასა ღვთისასა შენ იცნობ საღმრთო წერილითგან.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები