image

თემა: მამაო ჩვენო

„პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“. ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ დღიური საზრდო. ისრე კი არ უნდა იფიქრო, ძმაო, რომ კაცს შეუძლიან უქმად იყოს, არ იმუშაოს და ღმერთი თვითონ მისცემს საზრდოსა. არა, ძმაო, შენ შენი მხრით ყოველთვის უნდა მუშაობდე, შრომა და მოღვაწება არ დასტოვო; მისთვის მოგცა ღმერთმან ხელი და თავი, მისთვის ჩაგაბარა მიწა და წყალი, რათა იმუშაო, ისარგებლო; გარნა რადგანაც შენ სუსტი ხარ და ღმერთი ყოვლისა შემძლებელი არის, ამისთვის უნდა მას ევედრო კეთილად წარმართოს შენი მუშაობა, შენი ყანა ნაყოფიერ ქმნას. კაცი ღვთისაგან პურსა არსობისასა უნდა ითხოვდეს, ესე იგი რაც საჭირო არის ცხოვრებისათვის. მაშასადამე, კარგი არ იქმნება, რომ კაცმა ლოცვაში ითხოვოს ღვთისაგან ანუ სიმდიდრე, ანუ პატივი, ანუ დიდკაცობა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები