ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საქართველო
ქრისტიანული ერი, წმიდა, მარლმადიდებელი ეკლესია არის ვენახი ღვთისა და ჩვენ ყოველნი ერთბამად მუშაკნი ღვთის ვენახისანი. ხოლო, სახელდობრ ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღვთისათაგანი. ჩვენ, უწინარეს მრავალთა აწინდელთა ქრისტიანულთა ერთა, გვიწოდა ზეციერმან მამამან მუშაკად თვის ვენახში. აქედგან, საკუთრად ჩვენთვის გამოდის ის სწავლა, გაფრთხილება, რომ არ დავემსგავსოთ სახარების იგავში მოყვანილს უფროსს ძმას, რომელსა მამამ თვისმა უბრძანა წასვლად ვენახში მუშაობად, და რომელმან აღუთქვა – წავალო და არ წავიდა, მოატყუა მამა. თუ ჩვენ, უწინარეს სხვათა წოდებულნი და წოდების მსმენელნი, არ ვიქმნებით კარგი მუშაკნი, ამით სწორედ დავემსგავსებით მას უფროსსა შვილსა და შევიქმნებით მტყუარნი ღვთის წინაშე, რომელიც განაშოროს ჩვენგან ღმერთმან, ამინ.