ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ნაყოფი ადამიანისა
ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება – აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას, ჩვენ ვიქმნებით "შეყვარებული ღვთის ვენახი".