ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ანგარება
ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგაარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან. ნუ იქცევი ისრე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა სცხოვრებდე ქვეყანაზე. აქ სტუმარი ხარ შენ, აქაური მცირე რამე საქონლისათვის როგორ უნდა დაჰკარგო უხრწნელი და საუკუნო ნეტარება! „რა სარგებელ არს შენდა, შიძინო სოფელი ესე, და სული წარწყმიდო, ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“