ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა
ნეტავი თქვენცა შემძლებელ იყვნეთ და კითხულობდეთ წიგნებსა იოანე ოქროპირისასა. რა სახით დაგიტბებოდათ გული მისის დარიგებითა. მის სიტყვებს ისრეთი მოქმედება აქვს ჩვენს გულზედ, რომელ როდესაც ავიღებთ მის წიგნს და ვკითხულობთ, მაშინ ყოველი სოფლიური მწუხარება და ამაოება დაგვავიწყდება, ცხოვრების ტვირთი შეგვიმსუბუქდება.