image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი

რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ უზომოდ ღმერთი? პირველად მისთვის, რომ იგი არის ერთი, ყოველიფერზე უდიდესი და უმჯობესი არსება; მაშასადამე, ღირს და სჯობს, რომ მარტო იგი გვიყვარდეს სრულითა სიყვარულითა, ხოლო სხვა ყველაფერი იმ ზომად გვიყვარდეს, რა ზომად გაგვახსოვნებს ღმერთსა და გაგვამტკიცებს ღვთის სიყვარულში. მეორედ მისთვის, რომელ ღმერთი არის საუკუნო და მარადმყოფი და შეუცვლელი, ხოლო სხვა ყოველიფერი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა იცვლება და წარმავალია. გვირჩევნია ჩვენც ჩვენი სული და გული მივანდოთ მარადმყოფსა და შეუცვლელსა. ჩვენი სული და გული განისვენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიენდობა საუკუნოსა ღმერთსა. მესამედ, კაცის სულსა და გულსა ისრეთი თვისება აქვს, რომ რასაც შეიყვარებს სრულითა სიყვარულითა, იმას დაემონება, მისი მსახური და მასიამოვნებელი იქნება და ცდილობს, რომ იმას დაემზგავსოს, ანუ ესრედ ვსთქვათ, იმის ფერს მიიღებს. მაშასადამე, თუ ღმერთს შეიყვარებ შენ, ძმაო, ყოვლითა გულითა შენითა, მაშინ გული შენი აღივსება ღვთის მადლითა, სახიერებითა და კეთილობითა; თუ შეიყვარებ ყოვლითა ძალითა შენითა, მაშინ ყოველნი ძალნი და ნიჭნი შენისა ბუნებისანი განცხოველდებიან და ყოველნი მათნი მოძრაობანი და საქმენი იქმნებიან მართალნი და ნაყოფიერნი. ბოლოს, თუ შეიყვარებ ღმერთსა ყოვლითა გონებითა შენითა, ყოველნი შენნი აზრნი, მოგონებანი იქნებიან აღბეჭდილნი ჭეშმარიტებითა და წრფელობითა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები