ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ბედნიერება
ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნყოფი ჭეშმარიტისა ქრისტიანობისა; ვინაიდგან წმინდა სინიდისი, გული დამშვიდებული და შინაგანი კმაყოფილება მიეცემა მხოლოდ ნამდვილსა ქრისტიანესა. ამისთვის იგი მხოლოდ იქნება ნამდვილ ბედნიერი, თუგინდ გარეგანი მისი მდგომარეობა იყოს ძნელი და მწუხარე.მაგრამ როდესაც ჩვენ ვიტყვით დამშვიდებულ გულზე, დაწყნარებულ და კმაყოფილ ხასიათზე, ნუ იფიქრებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე არის დაძინებული, უსაქმო და მცონარე. სრულიად არა. წინააღმდეგ ამისა, მხოლოდ კაცი მხნე, შრომისმოყვარე აღვსებული ცხოველითა სულიერითა მოძრაობითა, იქნება ახლო შესაძლებელი ბედნიერებისა. აქ მხოლოდ ის განსხვავება არის, რომ კაცი სოფლის მოყვარე მარადის არის აშფოთებული და აღელვებული თავის შრომაში და მეცადინეობაში. გარნა, ქრისტიანის გული არის დამყარებული კლდესა ზედა იესო ქრისტეს სარწმუნოებისასა და ამისთვის მას აქვს გულში ის ღვთაებრივი მშვიდობა, რომლითაც ღმერთი შეჰზღუდავს კაცის სულსა.