image

თემა: ღვთის განკაცება

ჩვენ ყოველნი ვიქმნებით არა თუ ცხონებულნი და გამეფებულნი, არამედ მოზიარენი თვით ღვთაების არსებისა, გაღმერთებულნი, და ესე არა თუ მხოლოდ სულითა, არამედ თვით სხეულითაცა ჩვენითა. ასე ინება ღმერთმა. კაცის გონება როგორ წარმოიდგენდა ამას, გარნა თვით ღმერთმა საუკუნიდგან განიზრახა და დასდვა დასაბამი ამის აღსრულებისა, ოდეს საშოსა შინა ქალწულისასა თვით მხოლოდშობილი ძე ღვთისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შეისხამს ჩვენსა, კაცობრივსა ხორცსა და მით ჩვენსა სხეულსა შეაერთებს ღვთიურსა არსებასა თვისსა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები