image

თემა: გარდაცვლილთათვის გლოვა

ძმებო, რაა მიზანი ჩვენი ცხოვრებისა და ყოფისა? ის, რომ განსაცდელსა და იწროებაში გამოწვრთნილმა სულმა თანდათანობით, ღვთის მადლის შეწევნით, რომელიც ქრისტიანებს საღვთო საიდუმლოებებსი ეძლევათ, ნელ-ნელა შეძლოს სათნოებების სრულყოფა და სიკვდილის შემდეგ სიმშვიდე იპოვოს ღმერთში, რაც გახლავთ განსვენება ჩვენი სულისა, ამიტომ ვგალობთ გარდაცვლილთათვის: "განუსვენე, უფალო, სულსა მონისა შენისასა" - მიცვალებულის სულისათვის სიმშვიდეს ვევედრებით ღმერთს, რადგან ესაა სულის ნამდვილი და სრული განსვენება და თუ ასეა, აზრს ხომ არაა მოკლებული მიცვალებულზე უზომო წუხილი?! "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" - (მათ.11,28) - ასე ამბობს უფალი. ჰოდა, ჩვენი მიცვალებულები, ქრისტიანად აღსრულებულები, მაცხოვრის ამ ხმას მიჰყვებიან და განისვენებენ. რაღაა სადარდებელი?
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები