ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: სასწაულები
დაფიქრდი ხოლმე: ვისი სიბრძნის წყალობა-გამოვლინებაა, რომ ჩვენი არსებობა კვლავ გრძელდება და მიედინება ყოფიერებაში? ვინ დაუწერა კანონი აზრებს, რომელიც დღემდე ძალაშია მთელი კაცობრიობისათვის? ვინ ამოკვეთა ადამიანის გულს სვინდისი, რომლის მიდევნების თანახმადაც ბოროტს სასჯელი ელის, კეთილს - ჯილდო? უფალო, ყოვლისშემძლევ, ყოვლადბრძენო და ყოვლადმოწყალეო! შენს ხელს მუდმივად ვგრძნობ მე ცოდვილი, შენი სიკეთე წამითაც არ მტოვებს და მაშ, შემაძლებინე, უფალო, ყოველთვის ცოცხალი სარწმუნოებით ვეამბორებოდე შენს მარჯვენას, ან შორს რას ვიარო შენი ყოვლადსახიერების, ყოვლისშემძლეობისა და ყოვლადგონიერების აღმოსაჩენად? როცა ამისი კვალი ასეთი ნათელია და მკვეთრი თავად ჩემში? მე, თავად მე გახლავართ სასწაული და მაგალითი ღვთის სიკეთის, ყოვლისშემძლეობისა და ყოვლადგონიერებისა და ჩემს მომცრო ზომებში მთEლ სამყაროს ვიტევ. ჩემი სული უხილავი სოფლის წარმომადგენელია, სხეული კი ხილული სოფლისა.