image

თემა: სასწაულები

მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი
წმ. წერილიდან საპირსპირო რამ ჩანს: სიმონ მოგვი სასწაულებით აოცებდა ხალხს, რომლებიც მასში დამკვიდრებული სატანის ძალით აღსრულებულ სასწაულს ღვთიურ სასწაულად მიიჩნევდნენ. განსაკუთრებით მან წარმართი რომაელები გააკვირვა, რომელთა თვალწინაც მოულოდნელად ჰაერში ამაღლება იწყო. ამის შესახებ ასევე გვამცნობს ნეტარი სვიმეონ მეტაფრასი, რომელიც უძველესი ქრისტიანი მწერლების გადმოცემებს ეყრდნობა. ეს არის მეტად საშინელი უბედურება – ადამიანები ჭეშმარიტი ღვთის შემეცენების უქონლობის გამო ეშმაკის საქმეებს ღვთიურ საქმეებად მიიჩნევენ. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, როდესაც ქრისტიანობა, სასულიერო განათლება და განსჯა ადამიანთა შორის უკიდურესად დაკნინდება, „აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუ–წინასწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ–დიდსა და ნიშებსა, ვიდერ ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა“. (მათ. 24,24).
image
 
17 სექტემბერს არის ხსენება: