ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სასწაულები
660. რას გვეტყვით სასწაულებისადმი თანამედროვე საზოგადოების ესოდენ ძლიერი მისწრაფების შესახებ?
მისწრაფება, რომელსაც ვხვდებით თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროში – სასწაულების ხილვისა და აღსრულების სურვილი, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს ლტოლვა მოითხოვს დაწვრილებით განხილვას. ამგვარი მისწრაფება ცხადყოფს ადამიანთა სულებში დამკიდრებულ თვითგანდიდების სურვილს, რომელიც თავდაჯერებულობასა და პატივმოყვარეობაზეა დაფუძნებული.