image

თემა: ვერცხლისმოყვარება

ივლტოდე ვეცხლის მოყვარებისაგან, რომელ არს ძირი ყოვლისა უკეთურებისაი და მცირე ყვენ მონაგებნი შენნი, რამეთუ ესე არს სისრულე სათნოებათაი. უკუეუ გნებავს სიმდიდრე, იღუაწე, რაითა განჰმდიდრდე კეთილთაგან საქმეთა, რამეთუ სიმდიდრე სოფლისა ამის მსწრაფლ წარმავალ არს, ხოლო სიმდიდრე იგი სულიერი მხსნელი არს სულისაი სიკუდილისაგან, ვითარცა თქუმულ არს ვითარმედ: საფასენი არად სარგებელ ეყვნენ ცოდვილთა, ხოლო სიმართლემან იხსნის სიკუდილისაგ". ხოლო აწ ვინაითგან გვიცნობიეს ვნებაი იგი ვეცხლის მოყვარებისაი, ევლტოდე მას, ხოლო უკუეთუ გაქუს მონაგები, ისხენ უკუე მეგობარნი ფასისა მისგან მამონაისა, რომელ არს სიცრუისაი, რამეთუ არა თვინიერ სარგებელისა იყო. რამეთუ უფალმან თქუა: "ნეტარ იყუნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". განაგდე ოქროი, ვითარცა განაგდეს მოგუთა მათ, რომელთა-იგი ძღუნად უფლისა შეწირეს; მათ სამე ოქროი შეწირეს, შენ მცირედი პური მიეც გლახაკსა; იგინი სამე მოიწინეს გზით შორით, შენ ერთი ხოლო ფოლოცი ვერ განფვლოა, რაითა სნეული იკითხო? მათ სამე ვარსკულავი იხილეს და განიხარეს, ხოლო შენ ხედავ ქრისტესა შიშუელსა და მშიერსა და უცხოსა, და არა გეწყალის ყოლადვე; და ნუუკუე განჰვლე ფოლოცი ერთი, რაითა იხილო ქრისტე უძლური, არა ვიტყვი წარსვლასა შენსა შორად ქუეყანად!
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები