image

თემა: ბოლო ჟამი

ვაი ჩუენდა, ძმანო ჩემნო, ვითარ უკუე ვიყუნეთ ჟამსა მას, ოდეს იგი ყოველნი შიშუელნი და ქედ-დადრეკილნი წარვდგეთ წინაშე მისა ადგილსა მას შესაძრწუნებელსა და ზარის სახდელსა. ვაი ჩუენდა, სადა უკუე იყოს ჟამსა მას თავხედობაი იგი სიჭაბუკისა ჩუენისაი, ანუ ძლიერებაი გუამისაი ამის? სადამე იყოს შუენიერებაი იგი მტყუვარი და უსარგებლოი? მაშინ სადამე იყოს შემკულებაი სამოსლისაი, ანუ გულის-თქუმაი ცოდვისა და ბილწებისაი? სადა უკუე იყუნენ მაშინ სოდომიანნი? სადამე იყუნენ მაშინ მსუმელნი ღვინისანი და განმცხრომელნი მრავლითა სახიობითა და ხმითა ქნარისა და სტვირისაითა, რომელნი საქმესა საღმრთოსა არა მიხედვიდეს? სადა იყუნენ ჟამსა მას უდებნი და განსუენებით ცხორებულნი ნებასა შინა თავისა მათისასა? არა ნუ ესე ყოველივე წარხდა და ვითარცა ნისლი დახსნილი განქარდა?!
    სადა უკუე იყოს მაშინ სიყუარული ოქროისა და ვეცხლისა და მოყუარულნი მისნი, რომელნი შეურაცხ-ჰყოფდეს ყოველსა და ჰგონებდეს თავთა თვისთა, ვითარმედ არიან რაიმე? სადა იყოს მაშინ ცუდი დიდებულებაი და პარიოსნბი კაცისაი? სადა იყოს სიმხნე და ახოვნებაი? სადა იყოს მეუფებაი, სადა იყოს მთავრობაი, სადა იყოს ერისთაობაი? სადა იყოს მაშინ მრჩობლი ხელმწიფობაი, რომელნი-იგი ზუაობენ მონაგებთა მათთა სიმრავლესა, და ღმრთისათვის არას ზრუნვიდიან? მაშინ იხილონ და დაუკვირდეს, შეეშინოს და შეძრწუნდენ, და ძრწოლამან შეიპყრნეს იგინი და ელმოდის მათ ვითარცა სალმობაი შობადისაი, და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეიმუსრნენ. სადა უკუე, იყოს ჟამსა მას სიბრძნე იგი ბრძენთაი და გამოძიებაი იგი მათი ცუდი? ვაი მათდა, რამეთუ შეშფოთნენ და შეძრწუნდენ, მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქას. სადა იყოს მაშინ ბრძენი, სადა იყოს მწიგნობარი, სადა იყოს ჟამსა მას მფლობელი დაცუდებადი?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები