image

თემა: საშინელი სამსჯამრო

ჰოი ძმანო ჩემნო, გულისქმა-ვყოთ, ვითარ უკუე ჯერ-არს ყოფაი ჩუენი, რაჟამს-იგი სიტყუაი მიგუეხადებოდის ყოველთავე საქმეთა ჩუენთათვის, დიდთათვის და მცირეთა. რამეთუ სიტყუაი მივსცეთ მსაჯულსა მას სიმართლისასა ყოვლისათვისცა სიტყვისა ცუდისა, ვითარ უკუე ჯერ არს ყოფაი ჩუენი ჟამსა მას, უკუეთუ დავიდგინნეთ ჩუენ მარჯვენით კერძო მსაჯულისა მის და მეუფისა დიდებისაისა: ვითარ უკუე ვიყუნეთ, ოდეს-იგი მოგვიკითხვიდენ ჩუენ ყოველნი წმიდანი და მართალნი, მუნ მყოფნი, ოდეს-იგი მოგვიკითხოს აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, დავით, მოსე, ნოვე და იობ, და წინასწარმეტყუელთა ყოველთა, მოციქულთა და მოწამეთა და ყოველთა წმიდათა, და რასაღა ვიტყვი წმიდათა, რომელნი სათნო ეყუნეს ღმერთსა ცხორებასა მათსა თვითეულად, არამედ ყოველთა მოგიკითხონ შენ და ყოველთათვის, რომელთაი გესმოდა აქა ცხორებაი მათი, დაგიკვირდა. მოვიდენ შენდა და შეგიტკბონ შენ და მოწლედ მოგიკითხონ შენ მხიარულთა ხსნისა შენისათვის
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები