image

თემა: საშინელი სამსჯამრო

182. განისჯება თუ არა ერთნაირად ყველა ის, ვინც მიწიერი სხეულითაა შემოსილი?
ყველა, ვინც კი მიწიერი სხეულითაა შემოსილი, სამართლიანი მსაჯულის მიერ ერთნაირად როდი განისჯება, რადგან ერთმანეთისაგან ფრიად განსხვავებული გარეგნული ვითარებანი, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს უხდება ცხოვრება, სასჯელსაც სხვადასხვაგვარს იწვევენ: და ის, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული და ჩვენი ნების გარეშე ჩვენს გარემოში გროვდება, ან დაამძიმებს ჩვენს შეცოდებებს, ან პირიქით, შეამსუბუქებს. წარმოვიდგინოთ, რომ სამსჯავროზე მრუშობა განისჯება. მაგრამ ერთმა შესცოდა იმიტომ, რომ, რადგანაც ქვეყნად გარყვნილი მშობლებისაგან გაჩნდა, ყრმობიდანვე უკეთური ჩვეულებებით: ლოთობით, თამაშით, სამარცხვიო საუბრებით აღიზარდა. მეორეს კი ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რაც ზნეობრივი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა: აღზრდა, მასწავლებელნი, მოსმენა ღვთის სიტყვებისა, სულის მხსნელი საკუთხავები, მშობელთა შეგონებანი, საუბრები, რომლებიც პატიოსნებისა და უმანკოების ჩამოყალებებას უწყობენ ხელს, ზომიერება საზრდელის მიღებისას. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩათრეულ იქნა პირველი ცოდვის მსგავს ცოდვაში და პასუხი უნდა აგოს თავის ცხოვრებისათვის. განა სამართლიანად არ არის ეს უკანასკნელი პირველთან შედარებით უფრო მძიმე სასჯელის ღირსი? პირველის დანაშაული იქნება მხოლოდ ის, რომ ვერ შეძლო ესარგებლა აზროვნებისათვის დამახასიათებელი მხსნელი მიდრეკილებებით, მეორეს კი, გარდა ამისა, ბრალად ედება ისიც, რომ გადარჩენის მრავალი ხელშემწყობი მიზეზის მიუხედავად, თავშეუკავებლობისა და დაუდევრობის გამო, თავისი თავი თვითონვე გასცა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
28 მარტს არის ხსენება:
მოწამენი ფილექტიმონი, გორდიანე-გრიგორი და ცოლი მისი ანატოლია და შვილნი მათნი: თეოდოსია, სებასტიანე-მარიანე, რუსიანე და მარჩბივთა შვილთა მაისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქიოსი და მისთანა ორნი კერპის ხელოვანნი, ათინოგენი, (234-244) (ძვ. სტ. 15 მარტს)