ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: გემოთმოყვარება
„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი...“ ამ მხრივ ჩვენ, ქრისტიანები, თითქოს არა ვცოდავთ საღვთო სჯულის მეორე მცნების წინაშე, მაგრამ განა მართლა ასეა საქმე? განა ჩვენი ვნებანი იგივე კერპები არ არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვეთაყვანებით? „რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაი – სირცხვილსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ“ – ამბობს პავლე მოციქული (ფილიპ. 3.19). განა ჩვენ არ შეგვეხება მოციქულის სიტყვები? ჩვენ გვეხება, იმიტომ, რომ უფრო მეტად ვემსახურებით სტომაქს და საერთოდ ხორცს, ვიდრე ღმერთს. ჩვენ მეტისმეტად დიდ დროსა და ძალას ვანდომებთ საკვებზე ზრუნვას, რომელიც არის არა „პური არსობისა“, არამედ – „პური გულის სათქუმელი“. საათობით ვდგავართ რიგში რაიმე ნუგბარის, მოხდენილი სამოსლის ან ფეხსაცმლის საყიდლად, ხოლო შემეგ ვწუწუნებთ, რომ დრო და ძალა აღარ გვყოფნის ლოცვისა და სახარების წასაკითხად.