ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: შრომა
იქნებ არის ისეთი ქრისტიანი, რომელიც შეგნებულად არიდებს თავს საზოგადოებრივ საქმიანობას მოგონილი ავადმყოფობის საბაბით, ან ისეთი სნეულების მიზეზებით, რომელიც საშუალებას იძლევა, ეს სამუშო არ შესრულდეს. ექიმთა მოტყუება კიდევ შეიძლება ავადმყოფობის სიმულაციით, მაგრამ უფლის წინაშე ყველაფერი ხილულია. წმინდა ეკლესია არასოდეს უბიძგებს ვინმეს უსაქმურობისაკენ. პავლე მოციქული ასე მიმართავს პირველ ქრისტიანებს: „უკეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნურცა ჭამნ“ (II თესალ. 3.10). არსებობენ აგრეთვე ისეთი ქრისტიანენიც, რომლებიც არც თვითონ მუშაობენ და იმათაც განიკითხავენ, ვინც შრომობს საკუთარი არსებობისთვის, რათა უზრუნველყოს თავისი თავი. განიკითხავენ და იმავდროულად, სინდისის ქენჯნის გარეშე იკვებებიან მოწყალებით, რომელსაც გამრჯე ადამიანებისგან იღებენ, თანაც თავიანთი სიბნელის წყალობით მათ სამუშაოს ეშმაკეულს უწოდებენ.