image

თემა: აღსარება

წმიდა ზიარებას წინ უძღვის აღსარების საიდუმლოს აღსრულება. უმრავლეს ჩვენგანს არ შეუძლია მონანიება და თითქოს იმართლებს კიდეც თავს: „არ ვიცი რა არის სინანული“. განა შენთვის არ არის ცნობილი უფლის მცნება? თვით ადამიანზე უკეთ ვინ იცის მისი საქმეების, აზრებისა და გრძნობების შესახებ? საჭიროა მხოლოდ გარჯა, აზრის მოკრება, წარსული ცხოვრებისათვის თვალის გადევნება, ისე ვიცხოვრეთ თუ არა, როგორც უფალი ბრძანებდა. საერთო აღსარება ეს არის საერთო ცოდვათა გახსენება. თუკი ხალხმრავლობის გამო არ არის შესაძლებლობა ტაძარში ინდივიდუალურად აღსარების ჩაბარებისა, სახლში უფლის წინაშე უნდა გავიაზროთ მთელი ჩვენი ცხოვრება, გავაანალიზოთ უფლის ნების ხშირი დარღვევა: როგორ ვექცევით ახლობლებს სახლში, თანამშრომლებს სამსახურში, ადამიანებს ქუჩაში, ტაძარში, მაღაზიაში; რა აზრები გვიტრიალებს თავში, რა ინტერერსები გვიპყრობს, როგორი შინაარსისაა ჩვენი საუბრები ირგვლივ მყოფებთან და შეესაბამება თუ არა ჩვენი ნათქვამი და საქციელი იმას, რასაც უფალი ჩვენგან მოითხოვს, როგორც ქრისტიანისაგან. როცა თავს მიაჩვევ ასეთ შემოწმებას, ასეთ თვითანალიზს, მაშინ გაგეხსნება თვალწინ უფსკრული შენი ცოდვებისა და აღარ გაგიჩნდება სურვილი განიკითხო, ის ვინც ხანგრძლივად ამბობს აღსარებას და ხშირად ეზიარება. ამისთვის აღარ გეცლება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები