ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: ეკლესიაში კრძალვა
კიდევ ერთი ცოდვა უნდა გავიხსენოთ ტაძარში მოურიდებელი მოქცევის დროს. ბავშვებს უჭირთ სამონასტრო წირვის მოსმენა. ისინი გამორბიან ეზოში და ცელქობენ. გარდა იმისა, რომ სავანის სიჩუმეს არღვევენ, ისინი მლოცველებსაც უშლიან ხელს, რომლებიც იწროობისა, ანუ უძლურების გამო ტაძარში ვერ შედიან და ღმრთისმსახურებას ისმენენ ღია კარიდან და სარკმლიდან. ბავშვი ბავშვია, იგი მოძრავია და ხმაურიანი, მაგრამ მათ უნდა ირბინონ და ითამაშონ ტაძრის ეზოს გადაღმა, ხოლო წმინდა ადგილის მიმართ ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩავუნერგოთ რიდი და მოწიწება. თუ თქვენ – დედებმა, ბებიებმა, დეიდებმა, ბავშვი მოიყვანეთ ტაძარში, კიდევაც მიაქციეთ ყურადღება მათ საქციელს. ჯერ კიდევ სახლში შეაგონეთ, რომ ტაძარი წმინდა ადგილია და იქ განსაკუთრებული მოწიწება მართებთ.