image

თემა: სიყვარული მტრისადმი

არის კიდევ ერთი სახეობა სიმშვიდისა, რომელიც სავსებით სცილდება ჩვენი შეგნების ფარგლებს, ესაა გულწრფელი კეთილგანწყობა მტრების მიმართ: „გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდეთ მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“ (მთ. 5.44). ვისაც ვუყვარვართ, ვინც კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ, იმათი ატანა როგორღაც შეგვიძლია, მაგრამ ეს ხომ ზოგადადამიანური თვისებაა? „რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ“ (ლკ. 6.32). ქრისტიანული სათნოება კი მტრის სიყვარულსა და მისთვის ლოცვაში მდგომარეობს. მაჭირვებელში, უპირველეს ყოვლისა, მოყვასს უნდა ხედავდე, შენსავით მოწოდებულს ცხონებისათვის. იგი უნდა მივიღოთ როგორც სულიერი ავადმყოფი, რომელიც სწორედ შენს თანადგომასა და შემწეობას საჭიროებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები