ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: მომხვეჭელობა
იქნებ რომელიმე თქვენგანმა ფული ანდა ნივთები გადაინახა „შავი დღისათვის“ და არ დაუხარჯავს თავისი ან მოყვასის საჭიროებისათვის, რათა გადადებულისათვის არ მოეკლო. უხაროდა, როცა ეს დანაზოგი მრავლდებოდა და წუხდა, როდესაც აკლდებოდა თუნდაც მცირედი. ამით იგი სცოდავდა, რადგან იმედს საკუთარ სიმდიდრეზე ამყარებდა და არა ღმერთზე. წმიდა მამა სიმონ ახალი ღმრთისმეტყველი მკაცრად ამბობს ამის შესახებ: „ვისაც ფული აქვს გადანახული, მას არ შეუძლია რწმენა და სასოება უფლისა“. მაშ, ვინც ამ ვნებითა ხართ შეპყრობილნი, სასწრაფოდ გაითავისუფლეთ თქვენი სულები, დაურიგეთ გაჭირვებულებს გადანახული ფული, შესწირეთ ღარიბ ტაძარს, გაეცით თქვენი და თქვენი ახლობლების სულთა მოსახსენებლად.