
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: უწმინდურება
საიდან მომდინარეობს ცოდვილი უწმინდურება გულისა, როდესაც ჩვენ შექმნილნი ვართ ხატად და მსგავსად ღმრთისა, ხოლო ღმერთი „წმინდა არს და უწმინდეს“. იგი მომდინარეობს ეშმაკისაგან, რომელსაც წმინდა წერილში ხშირად უწმინდური სული ჰქვია, ხოლო ლოცვაში მოიხსენიება უცხო, ბილწ და საძაგელ სულად, რომელიც თავისი დაცემის შემდეგ გადაიქცა ყოველგვარი სიბინძურის ჭურჭლად და იმთავითვე თავისი უწმინდური სუნთქვით შებილწა პირველ ადამიანთა გულები, ღრმად ჩათესა ცოდვა მათ არსებაში, სულში, სხეულში და კვლავაც გადასცემს ამ უწმინდურებას, როგორც მემკვიდრეობით მანკიერებას ყოველ მომდევნო თაობას. ეს ცოდვილი უწმინდურება ისე დიდია, ისე ღრმად გაიდგა ფესვები კაცის გულში, ისე ძნელია მისგან გათავისუფლება, რომ თვით წმიდა მამებიც კი, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს საკუთარი გულის თითოეულ მიმოხრასა და ზრახვას, დროდადრო თავის თავში ამჩნევდნენ მოზღვავებას ცბიერი, უწმინდური აზრებისას. ისე დიდი იყო ეს ცდუნება, რომ სიწმინდის მწვერვალზე მოქცეულნი უკანვე ჩამოვარდნილან უწმინდურების ცოდვაში. ეს ცოდვა ისე დიდა, რომ ხშირი ლოცვის მიუხედავად, იგი მაინც რჩება ჩვენში და სამარის კარამდე მიგვყვება, ხოლო ზოგიერთ ჩვენგანში კი განსაკუთრებული თავხედობითა და ურცხვობით ვლინდება (წმინდა მამა იოანე კრონტატელი).