image

თემა: ბზობა

408. როგორ განმატავენ წმ. მამები ბზობის დღესასწაულს?
უფალი ჩოჩორზე დაჯდა (ჩოჩორი წარმართებს მოასწავებს), როგორც ამბობს წინასწარმეტყველი, რათა პირუტყვთა მიმსგავსებული ჩვენი ბუნება მოაქციოს ღვთის სიტყვამ და შეაერთოს იგი თავის ბუნებას.
409. რას ნიშნავს ის, რომ მაცხოვარს პალმისა და ზეთისხილის რტოებით ეგებებოდნენ და ფერხქვეშ უფენდნენ?
როცა მომხვდურ მტერს მეფე შეებრძოლება და გაიმარჯვებს, მას ხვდებიან პალმის რტოებით. ხოლო თუ მეფეს ავნებს მტერი, მაშინ ზეთისხილის რტოებით მიდის მასთან, ვისაც დახმარება და შეწევნა ძალუძს მეფისათვის, რადგან ზეთისხილის რტო წყალობას ნიშნავს. ამიტომ ჩვენც ვეგებებით ჩვენს მეუფეს იესო ქრისტეს პალმის რტოებით, როგორც მძლეს, რადგან მან სძლია კაცთა მოდგმის მტერს. ხოლო ზეთისხილის რტოებით იმიტომ ვეგებებით, რომ მისგან წყალობას ვითხოვთ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები