ავტორი:
აბბა დოროთე
თემა: ბერ მონაზვნობა
545. რატომ არტყიათ ღვთისმსახურთა და ბერ–მონაზონთ წელზე ტყავის სარტყელი?
იმიტომ, რომ მზად ვიყოთ საქმისათვის, რადგან ყოველი კაცი საქმის აღსრულებისას პირველად წელზე მოირტყამს და ამგვარად შეუდგება საქმეს, როგორც წერია: „იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ“ (ლუკ. 12.35). მეორედ იმისათვის, რომ როგორც ტყავის სარტყელი არის დამზადებული მკვდარი გვამისაგან, ასევე, ჩვენ უნდა მოვაკვდინოთ ჩვენი გულისთქმები. ხოლო წელზე გვარტყია იგი და იქვეა თირკმელნი, რომელშიც არის სწორედ სულის გულისთქმა. ამიტომ ამბობს მოციქული: „მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვა, არა–წმიდება“ და ა.შ. (კოლ. 3.5)