ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: გალობა
785. რას გვეტყვით საეკლესიო გალობის შესახებ?
ადრე ეს ჰიმნები მხოლოდ ზეცაში სრულდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუფემ მიწაზე დაშვება კეთილინება, ეს გალობა ჩამოვიდა მასთან ერთად. ამდენად საგალობლის მიწიერი ხმოვანება ზეციური მუსიკის მხოლოდ მიბაძვაა... ზევით უზენაესს ანგელოზთა მხედრობა ადიდებს, ქვევით კი ხალხი. ისინი აღასრულებენ მსახურებას ეკლესიაში და ბაძავენ ანგელოზებს. ასე იქმნება ზეცისა და მიწის ბინადართა ერთიანი დღესასწაული.