
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: დიდებისმოყვარეობა
ამქვეყნიური დიდება იმათთვისაც ამაოა, ვინც მას მოგაგებს. ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ შინაგანად შენ ცოდვილი ხარ. მათთვის ცნობილია მხოლოდ შენი გარეგნული იერსახე. სხვა რა დიდების მიგება შეუძლიათ შენთვის, გარდა იმისა, რომელიც გამშვენებულ საფლავს მიესადაგება, რომელიც გარედან თავს იწონებს წარწერებითა და ეპიტაფიებით, შიგნიდან კი სავსეა სიმყრალითა და ხრწნილებით, როგორც თავად უფალმა ბრძანა: ,,ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა".(მთ. 23, 27).