წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი - რწმენა
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

თემა: რწმენა

როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: ,,ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!" (მთ. 14,30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რომ მიზეზი - მისი მცირედმორწმუნეობა იყო: ,,მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი?" ასევე ქრსიტიანები თავიანთი ბოროტი საქმეებისა და ბოროტი ცხოვრების მიზეზად ცდუნებებს თვლიან, რომლებსაც ვერ ლახავენ. მათი ამაო საქმეების ჭეშმარიტი მიზეზი კი ისაა, რომ მათი რწმენა - სუსტი და მწირია. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ეშმაკი ვერ შეძლებდა, ცოდვის საშინელ მონობაში მოექცია.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები