image

თემა: უპოვარება

სულო ჩემო, გახსოვდეს შენი ზეციური ღირსებანი, მოსვენებას ნუ კარგავ უსარგებლო საგნების გამო. სხვა ადამიანებშიც იგივე ეძებე, ამას ეცი პატივი, ხრწნადის გამო, კადნიერებამ არ გძლიოს, არ მოიძულო, არ შეურაცხყო მავანი. მთელი ძალით შეიყვარე სულიერი და ზეციური, შეიძულე მიწიერი, წარმავალი. მაცხოვრის სიტყვები გახსოვდეს: პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. საოცარი ქრისტიანული სიბრძნე დევს ამ სიტყვებში. გაიხსენე, რა მაგალითი დაგვიდო თავად მაცხოვარმა თავისი ამსოფლიური ცხოვრებით: მაგალითი უპოვარებისა, კმაყოფილდებოდა მხოლოდ კეთილი ნებით შემოწირულზე და მთავარი: "ჩემი ჭამადი არს რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი" (იოანე.4,34.)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები