თემა: ბიბლია

1155. რის საფუძველზე დადგინდა, თუ რომელი წიგნები მიეკუთვნებიან წმიდა წერილს?
დადგინდა წმიდა გარდმოცემაზე დაყრდნობით.
1156. როგორ მოხდა ამის დადგენა წმიდა გარდმოცემაზე დაყრდნობით?
დადგინდა შემდეგნაირად:
    1. გამოიძიეს, მიიჩნევს თუ არა ყველა ეკლესიის წმიდა გარდმოცემა ამა თუ იმ წიგნს – წმიდა წერილის წიგნად.
    2. მხოლოდ ის წიგნები იქნენ აღიარებულნი წმიდა წერილის წიგნად, რომლებიც ყველა ეკლესიის წმიდა გარდმოცემის თანახმად მიჩნეულ იქნენ ასეთებად. ხოლო წიგნები, რომლებსაც აღიარებდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესია, და არა ყველა, დადგინდა, არ მიიჩნიონ წმიდა წერილის წიგნებად.
    განმარტება:
    I. მრავალი ადამიანი მერყეობს და სცდება ჭეშმარიტ გზას რელიგიის საკითხებში, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი, განეცხადა ადამიანებს. მაგრამ მომეტებულად ირყევიან სცდებიან ისინი, რომელთაც არ უწყიან საღმრთო გამოცხადება ან არ სურთ მისი შედგომა. ღმერთი რომ არ განცხადებულიყო, რელიგიურ ცხოვრებაში იქნებოდა საყოველთაო ქაოსი.
    II. 360 წელს ლაოდიკიაში გამართულმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაადგინა, აღმოსავლეთის ეკლესიაში რომელი წიგნები მიეკუთნებინათ წმიდა წერილისთვის, ხოლო დასავლეთის ეკლესიაში – 416 წელს კართაგენში გამართულმა საეკლესიო კრებამ, გარდა ამისა, ორივე კრებამ დაადგინა, რომ ეკლესიაში ღმრთისმსახურების ჟამს იკითხებოდეს მხოლოდ წმიდა წერილის წიგნები. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების 68-ე დადგენილებამ განაჩინა, რომ გვმართებს წმიდა წერილის წიგნებს მივეპყრათ კეთილკრძალულებით, ისე, როგოგრც სიწმიდეს შეჰფერის.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები