ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სულიერი ბრძოლა
მეკითხებით, ვისაუბროთ თუ არა სხვებთან სულიერი ცხოვრების შესახებ? ისაუბრეთ, მხოლოდ საკუთარი არ წარმოაჩინოთ, ზოგადად იმსჯელეთ; ეცადეთ გაითავისოთ მისი მდგომარეობვა, ვინც კითხვას გისვამთ. ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ იწყებს ამ საკითხზე საუბარს, რომ ილაპარაკოს. და ეს უკეთესია, ვიდრე რაიმე ცხოვრებისეული და ამაო საუბრები. როდესაც ორნი არა ხართ და სხვას ესაუბრებიან, თუ გსურთ, შეგიძლიათ მდუმარება დაიცვათ. თუ საჭიროების გამო ვინმესთან მიდიხართ და უფალს თქვენი ბაგეების დაცვას ევედრებით, კარგს აკეთებთ. ყველაზე კარგი მუდამ უფალთან ყოფნაა. მაგრამ ლაპარაკიც შეიძლება და უფალთან ყოფნა. მიეჩვიეთ ამას.
საუბრისას ყველაზე მეტად იმას უფრთხილდიტ, თქვენი მგზნებარებით ან თანამოსუბრის აზრისადმი მკვეთრი შეწინააღმდეგებითარ დაურღვიოთ მას სიმშვიდე, არ შეეცადოთ მას თქვენი აზრები მოახვიოთ. მტერი, სწორედ ამას ესწრაფვის - ცდილობს კამათი ატეხოს და კამათით უთანხმოებამდე მიგიყვანოთ. ამაზე არანაკლებ სულიერებაზე საუბარს უფრთხილდით, თქვენი სიბრძნე რომ არ წარმოაჩინოთ. ესეც მტრის ჩაგონებაა და თავს აუცილებლად ადამიანებისაგან დაცინვა და ღვთისაგან არაკეთილი განწყობა დაგატყდებათ.