რაც უფრო მორჩილია ადამიანი, რაც უფრო მეტად განაქიქებს საკუთარ თავს და ცხოვნების ღირსადაც კი არ მიიჩნევს მას, რაც უფრო ცხარედ ტირის და გამუდმებით ცრემლსა ჰღვრის, მით უფრო მეტად ევსება გული ამის სანაცვლოდ სულიერი სიხარულით და ამავე ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო მორჩილია ადამიანი, რაც უფრო მეტად განაქიქებს საკუთარ თავს და ცხოვნების ღირსადაც კი არ მიიჩნევს მას, რაც უფრო ცხარედ ტირის და გამუდმებით ცრემლსა ჰღვრის, მით უფრო მეტად ევსება გული ამის სანაცვლოდ სულიერი სიხარულით და ამავე დროს იმედიც უჩნდება, ვითარცა დასტური უეჭველი ხსნისა.
ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - "ხალას ოქროს" (იგავ. 3, 13,14).
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე განეშორე მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - "ჰოი, მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვ...
იხილეთ სრულად
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე განეშორე მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - "ჰოი, მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი, მან თავად უნდა განმსაჯოს მე; მე კი არა ვარ მისი მსაჯული, არამედ - ისაა ჩემი.
როცა სული მორჩილია და სული ღმრთისაა მასში, მაშინ ადამიანი ნეტარებს სულით ღმერთის სიყვარულში. როცა სული ღმერთის წყალობას გრძნობს, მაშინ არაფრის არ ეშინია, არავითარი მიწიერი უბედურებისა; სურს ყოველთვის იყოს მორჩილი უფლის წინაშე და უ...
იხილეთ სრულად
როცა სული მორჩილია და სული ღმრთისაა მასში, მაშინ ადამიანი ნეტარებს სულით ღმერთის სიყვარულში. როცა სული ღმერთის წყალობას გრძნობს, მაშინ არაფრის არ ეშინია, არავითარი მიწიერი უბედურებისა; სურს ყოველთვის იყოს მორჩილი უფლის წინაშე და უყვარდეს ძმა. თუ სული იპატივმოყვარებს, მაშინ თავდება მისი ზეიმი, რამეთუ მადლი ტოვებს სულს და უკვე ვერ შეძლებს იგი სუფთად ლოცვას, მოდის ცუდი აზრები და იგი ტანჯავს მის სულს.
სულიერ ცხოვრებაში პირველხარისხოვანია არა ამა თუ იმ მითითებათა პრაქტიკულად შესრულება და მათი შეუმცდარობა, არამედ მორჩილის შინაგანი მზდყოფნა - შეასრულოს მორჩილების აღთქმა. ასეთი მზადყოფნა მორჩილის შინაგანი მდგომარეობაა.
სული მორჩილისა ზღვასავითაა; ჩააგდე ზღვაში, იგი წუთიერად ააღელვებს მსუბუქად ზედაპირს, შემდეგ კი ჩაიძირება მის სიღრმეში. მწუხარებაც ასე იძირება მორჩილის გულში, იმიტომ რომ მასთანაა ძალა უფლისა.
უნდა გავარჩიოთ მორჩილება ვალისა და მოვალეობისაგან. ეს განსაკუთრებით იმან უნდა იცოდეს, ვისაც ეძლევა ძალაუფლება სხვათა მართვისა. ზოგჯერ მდაბალი იყავ, ზოგჯერ აღასრულე ვალი. მაგალითად, შენ მოძღვარი ხარ, რომელიც შინაურ გარემოში არ იღებ...
იხილეთ სრულად
უნდა გავარჩიოთ მორჩილება ვალისა და მოვალეობისაგან. ეს განსაკუთრებით იმან უნდა იცოდეს, ვისაც ეძლევა ძალაუფლება სხვათა მართვისა. ზოგჯერ მდაბალი იყავ, ზოგჯერ აღასრულე ვალი. მაგალითად, შენ მოძღვარი ხარ, რომელიც შინაურ გარემოში არ იღებ მომსახურებას, მაგრმ ეკლესიაში ღმრთისმსახურების დროს, როცა გეკუთვნის ამ სამსახურის მიღება, მასზე უარის თქმის უფლება არა გაქვს, ვინაიდან ის შენს წოდებას ეკუთვნის და არა პირადად შენ
უფალი მორჩილ მონაზვნებს მათი მორჩილების გამო სულიერი ნიჭით აჯილდოვებს, მათ შორის უწყვეტი ლოცვით - ამ მონაზვნური სიხარულით. მორჩილს მრავალრიცხოვან საქმეებს შორის შესაძლოა შინაგანი მდუმარება ჰქონდეს, ხოლო ურჩი მარტოობაშიც კი აზრთა კ...
იხილეთ სრულად
უფალი მორჩილ მონაზვნებს მათი მორჩილების გამო სულიერი ნიჭით აჯილდოვებს, მათ შორის უწყვეტი ლოცვით - ამ მონაზვნური სიხარულით. მორჩილს მრავალრიცხოვან საქმეებს შორის შესაძლოა შინაგანი მდუმარება ჰქონდეს, ხოლო ურჩი მარტოობაშიც კი აზრთა კორიანტელით დაბრკოლდეს. ამიტომ, დაე, ახსოვდეთ მონაზვნებს, რომ მორჩილება იყო და დარჩება ქრისტეს მიბაძვად, ხოლო დაუმორჩილებლობა არის მიბაძვა ჩვენი ძველი მტრისა.
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრე...
იხილეთ სრულად
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრებს, არბევს. და ისევ - სულ თავიდან დაიწყება და ისევ - სისხლის დათხევა