ვიფიქროთ ძმანო იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო მეტად იცავდა მშობლებისადმი მორჩილებას. იგი უჯერებდა თავის უწმიდეს დედას, რომელიც ადამიანური ბუნებით იყო დედა მისი. მუცლად იღო თავის...
იხილეთ სრულად
ვიფიქროთ ძმანო იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო მეტად იცავდა მშობლებისადმი მორჩილებას. იგი უჯერებდა თავის უწმიდეს დედას, რომელიც ადამიანური ბუნებით იყო დედა მისი. მუცლად იღო თავისი უწმიდესი სისხლით, ცხრა თვე საშოთი ატარა და თავისი რძით ზრდიდა. იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დედის მორჩილი, როგორც ჭეშმარიტი კანონმდებელი მეხუთე მცნებისა: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ" (...
იმისათვის, რომ გადარჩე, უნდა იყო მორჩილი, იმიტომ რომ ამაყი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იგი იქაც არ იქნება კმაყოფილი, იქაც ვერ იპოვის სიმშვიდეს და იტყვის: "რატომ არ ვარ მე პირველ ადგილზე?". მორჩილი სული, ავსებული სიყვარულით, არ ეძ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ გადარჩე, უნდა იყო მორჩილი, იმიტომ რომ ამაყი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იგი იქაც არ იქნება კმაყოფილი, იქაც ვერ იპოვის სიმშვიდეს და იტყვის: "რატომ არ ვარ მე პირველ ადგილზე?". მორჩილი სული, ავსებული სიყვარულით, არ ეძებს პირველობას, არამედ ყველასათვის სიკეთე სურს, ყველაფრით კმაყოფილია.
მთელი ჩვენი ბრძოლა იმისათვისაა, რომ მოვიპოვოთ მორჩილება. ჩვენი მტრები დაეცნენ სიამაყით და ჩვენც გვიზიდავენ. მაგრამ ჩვენ, ძმანო, მოვიპოვოთ მორჩილება და მაშინ დავინახავთ უფლის დიდებას ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე.
მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა ძილში.
მორჩილება ეკლესიაში ერთ-ერთი სულიერი საიდუმლოებაა, ამიტომ ურთიერთობა მოძღვარსა და მორჩილს შორის მისტიკური ხასიათისაა. ამ საიდუმლოების აღსრულებით მორჩილი სწავლობს ღვთის ნების აღსრულებას, ამით ღვთაებრივი ნებელობის სფეროში შედის და ღ...
იხილეთ სრულად
მორჩილება ეკლესიაში ერთ-ერთი სულიერი საიდუმლოებაა, ამიტომ ურთიერთობა მოძღვარსა და მორჩილს შორის მისტიკური ხასიათისაა. ამ საიდუმლოების აღსრულებით მორჩილი სწავლობს ღვთის ნების აღსრულებას, ამით ღვთაებრივი ნებელობის სფეროში შედის და ღვთაებრივ ცხოვრებას ეზიარება. ხოლო მოძღვარს თავისი ლოცვითა და მოღვაწეობით მიჰყავს მორჩილი ამ გზის შეცნობამდე, აღვივებს მასში ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება. ჭეშმარიტი თავისუფლება იქ არის, სადაც ...
მორჩილება მონაზვნობის საფუძველია. მასზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით, უხეში და გულუბრყვილო ფორმიდან ადამიანი ენით აუწერელ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელსაც არც ერთი ადამიანური განზომილება არ მიესადაგება...
იხილეთ სრულად
მორჩილება მონაზვნობის საფუძველია. მასზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით, უხეში და გულუბრყვილო ფორმიდან ადამიანი ენით აუწერელ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელსაც არც ერთი ადამიანური განზომილება არ მიესადაგება. მორჩილება საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ სულიწმიდის მადლით ეხსნება ადამიანს, იგი არის ეკლესიის ცხოველმყოფელობისა და საიდუმლოების საფუძველი. მორჩილება, როგორც საკუთარი გონებისა და ნების უარყოფა, შეიძლება ღვთის განგებულები...
მორჩილება სათნოებაა. არ არსებობს ისეთი სათნოება, რომლის მოსაპოვებლადაც საკმარისი იქნებოდა მისი შეძენის მარტოოდენ წრფელი სურვილი. აქ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. მორჩილების სათნოებაც იწყება სათანადო გადაწყვეტილების მიღებით და შე...
იხილეთ სრულად
მორჩილება სათნოებაა. არ არსებობს ისეთი სათნოება, რომლის მოსაპოვებლადაც საკმარისი იქნებოდა მისი შეძენის მარტოოდენ წრფელი სურვილი. აქ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. მორჩილების სათნოებაც იწყება სათანადო გადაწყვეტილების მიღებით და შემდეგ მიიღწევა საღვთო მადლითა და ადამიანის პირადი შრომით.