
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
კულტურა
კულტურა – ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული.
კულტურა – ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული. სხვაგვარად კულტურა კატასტროფით დასრულდება. „ბოროტება განათლებული ადამიანებისაგან მოდის“ – თქვა წმ. კოსმა ეთოლიკიელმა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება შორს წავიდა და ამდენ დიდ წარმატებას მიაღწია, ადამიანები რომლებიც სამყაროს დახმარებას ესწრაფიან, ამას ისე აკეთებენ, რომ ანგრევენ მას, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებიან. ღმერთმა ადამიანს ნება მისცა ყველაფერი თავისი გონებით გაეკეთებინა, მაგრამ როცა ღმერთს არ უსმენს, ადამიანი ღუპავს საკუთარ თავს. ადამიანი თავს ინადგურებს იმით, რასაც თვითონვე ქმნის.
|