უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულები დაბრუნდენ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, სიხარულითა დიდთა (ლუკ. 24, 52). უფალმა იცის, რა სიხარულიც მიანიჭა მათ და მათი სულებიც განიცდიდნენ ამ სიხარულს. პირველი სიხარული ის იყო, რომ მათ შეიმეცნეს ჭე...
იხილეთ სრულად
უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულები დაბრუნდენ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, სიხარულითა დიდთა (ლუკ. 24, 52). უფალმა იცის, რა სიხარულიც მიანიჭა მათ და მათი სულებიც განიცდიდნენ ამ სიხარულს. პირველი სიხარული ის იყო, რომ მათ შეიმეცნეს ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე. მეორე სიხარული, რომ მათ შეიყვარეს იგი. მესამე - მათ შეიმეცნეს მარადიული ზეციური ცხოვრება. მეოთხე სიხარული - მათ სურდათ სამყაროს გადარჩენა, როგორც საკუთარი თავისა. შემდეგ გახარებულნი იყვნენ იმი...
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ ღვთისმოსავურად უნდა ვიყოთ მის წინაშე. მერწმუნეთ ძმებო, თუ ვინმეს მოუხდება სიკვდილი იმ დროს, როცა მასთან არის მღვდელი და ეტყვის მას მომაკვდავი: "მამაო წ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ ღვთისმოსავურად უნდა ვიყოთ მის წინაშე. მერწმუნეთ ძმებო, თუ ვინმეს მოუხდება სიკვდილი იმ დროს, როცა მასთან არის მღვდელი და ეტყვის მას მომაკვდავი: "მამაო წმიდაო, დამლოცე, რომ ვიხილო უფალი ზეციურ (დიდებაში) სამეუფოში" ხოლო მოძღვარი ეტყვის: "წადი შვილო, უცქირე უფალს", აუხდება მას მოძღვრის კურთხევა, იმიტომ რომ სულიწმიდა ცაში და დედამიწაზე ერთი და იგივეა.
ნეტავ, ჩემთან მოვიდოდეს რომელიმე სექტანტი - ან ბაპტისტი, ანდა "იეღოვას მოწმე". დავსვამ, დავაპურებ, კეთილ სიტყვას ვასწავლი. მაგრამ მათთან არ დავჯდები სატრაპეზოდ. ურჯულოთა თანა არა დავჯდეო. თუკი ის მოვა, შენ ნუ ადგები, ნუ დაუთმობ ად...
იხილეთ სრულად
ნეტავ, ჩემთან მოვიდოდეს რომელიმე სექტანტი - ან ბაპტისტი, ანდა "იეღოვას მოწმე". დავსვამ, დავაპურებ, კეთილ სიტყვას ვასწავლი. მაგრამ მათთან არ დავჯდები სატრაპეზოდ. ურჯულოთა თანა არა დავჯდეო. თუკი ის მოვა, შენ ნუ ადგები, ნუ დაუთმობ ადგილს, იჯდეს თავისთვის: შენ ხომ არ მიხვედი, თვითონ მოვიდა და დაჯდა მორწმუნეთა გვერდით, მისი გულისთვის ყველა ხომ არ ადგება?!
ადამიანი, რომელიც ღმერთს ნამდვილად ეძიებს, არასოდეს მოხვდება სექტაში. სექტა რელიგიური სუროგატია და მას არ ძალუძს ადამიანის სულიერი შიმშილი მოკლას. მაგრამ თუ ადამიანი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში ესწრაფვის არა ღმერთს, არამედ რელიგიური ...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ღმერთს ნამდვილად ეძიებს, არასოდეს მოხვდება სექტაში. სექტა რელიგიური სუროგატია და მას არ ძალუძს ადამიანის სულიერი შიმშილი მოკლას. მაგრამ თუ ადამიანი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში ესწრაფვის არა ღმერთს, არამედ რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებას, მაშინ იგი ადვილად გახდება სექტანტი. მაშასადამე, ისინი, რომლებიც შეგნებულად, საბოლოოდ სექტაში დარჩებიან, გააკეთებენ უმძიმეს მარადულ არჩევანს, ღმერთს სამუდამოდ დაკარგავენ. მათზე კი, რომლებიც მტკი...
სექტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი შექმნილია. თითოეულის სათავეში კონკრეტული პიროვნებები დგანან. სექტის წევრი, პაქტობრივად, ამ სექტის მამამთავრის, ანუ კონკრეტული ადამიანის მიმდევარი ხდება. ყოველი ცრუ რელიგიური რელიგიური მიმდინა...
იხილეთ სრულად
სექტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი შექმნილია. თითოეულის სათავეში კონკრეტული პიროვნებები დგანან. სექტის წევრი, პაქტობრივად, ამ სექტის მამამთავრის, ანუ კონკრეტული ადამიანის მიმდევარი ხდება. ყოველი ცრუ რელიგიური რელიგიური მიმდინარეობის დამააარსებლის გარშემო ლეგენდები ქიმენაბ. თუ სექტა "ქრისტიანულია", მაშინ ამბობენ, რომ, თითქოს, მის დამაარსებელს გამოეცხადა ღმერთი, მხოლოდ მას მისცა ჭეშმარიტი ცოდნა და მხოლოდ მისი მიმდევრები გადარჩებიან. ასეთი სექტა...
ასეთ სიტყვასაც გეტყვით: მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე როგორც უფლის ვნებათა ჯვარი და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში.
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა...
იხილეთ სრულად
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა, მაშინ ის იტყვის: "მე ბერისა მეტად მჯერა, ვიდრე საკუთარი თვალების და ყურებისა, რადგან ისინი არც თუ იშვიათად ცრუობენ". სხვა შემთხვევაში მან უნდა თქვას: "ჩემი დამრიგებელი ისევე ცოდვილია, როგორც ყოველი ადამიანი, მაგრამ "ძა...
ვინაიდან ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა ამისა და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილე...
იხილეთ სრულად
ვინაიდან ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა ამისა და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილება უნდა აღასრულოს. და ისეთი სიყვარულით უნდა შესცქეროდეს თავის ბერს, თითქოს ქრისტეს ხატს უმზერსო.
ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუ...
იხილეთ სრულად
ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისათვის, საკუთარი ზრახვებითა და საერო ცოდნით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში.